Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Dell-ი იწყებს ახალი თაობის გეიმინგ დესკტოპ-კომპიუტერის გაყიდვას. კომპიუტერში გამოყენებულია Intel-ის აპარატურული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. 

image.jpeg

 

მაქსიმალურ კონფიგურაციის მოდელს აქვს Coffee Lake თაობის Core i9-9900K პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს და შეუძლია ერთდროულად დაამუშავოს ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის ნომინალური  სიხშირე შეადგენს 3,6 გიგაჰერცს, მაქსიმალური - 5,0 გჰც-ს.  

გეიმინგ სისტემა წარმოდგენილი იქნება 64 გიგაბაიტი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერებით  - HyperX ბრენდით. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში შესაძლებელია დაემატოს 2 ტერაბაიტიანი M.2 PCIe NVMe SSD მოდული და ამდენივე ტევადობის მყარი დისკი. 

image.jpeg

 

შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ბარათი NVIDIA GeForce RTX 2080 OC – 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით ან GeForce RTX 2080 Ti OC -  11 გიგაბაიტიანი GDDR6-ით. 

მოწყობილობას აქვს ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Killer 1535 802.11ac 2x2 Wi-Fi და Bluetooth 4.1, გიგაბიტური ქსელური კონტროლერი - E2500 და Blu-Ray ოპტიკური დრაივი. 

გაბარიტებია 212×360,5×472,5 მმ, წონა -  14,8 კგ. ფასი განისაზღვრება კონფიგურაციის შესაბამისად (იხ.ფოტო). 

image.png

იხილეთ საიტზე: https://dell.to/2DuFoeN 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.