Magdalena Posted November 19, 2018 Posted November 19, 2018 პორტალ Thurrott-ზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მომავალ წელს Microsoft-ი გამოუშვებს Xbox One-ის ახალ მოდელს, რომელიც წარმოდგენილი იქნება დისკის წამკითხველის გარეშე. პორტალიდან ცნობილი გახდა, რომ ახალი მოდელი დაფუძნებული იქნება ორიგინალ Xbox One S-ზე და ექნება ანალოგიური ფორმ-ფაქტორი. ამგვარი კონსოლის გამოშვების მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ შემცირდეს საწარმოო დანახარჯები და უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიქციოს Xbox-ის ეკოსისტემამ, რადგან სისტემის ღირებულებაც შემცირდება. წინასწარი მონაცემებით, მისი ფასი 200 დოლარი იქნება, რაც ცხადია, არ არის ძვირი. გარდა ამისა, Thurrott-ზე მოცემულ ანგარიშში მითითებულია, რომ იგეგმება პროგრამა “disc-to-digital”-ის გაშვება, რაც დისკის ასლების მფლობელებს საშუალებას მისცემს მოახდინონ ზოგიერთი თამაშის კონვერტირება ციფრულ ლიცენზიაზე. პროგრამა ამოქმედდება 2019 წლის გაზაფხულიდან. დისკის წამკითხველის გარეშე წარმოდგენილი Xbox One-ის გაყიდვაც 2019 წლიდანაა მოსალოდნელი, თუმცა აღნიშნულია, რომ Microsoft-მა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, ექნება თუ არა Xbox-ის შემდგომი თაობის კონსოლებს დისკის წამკითხველი. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ჭორების დონეზე იმყოფება. https://3dnews.ru/978339 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.