Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალ Thurrott-ზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მომავალ წელს Microsoft-ი გამოუშვებს Xbox One-ის ახალ მოდელს, რომელიც წარმოდგენილი იქნება დისკის წამკითხველის გარეშე.  

image.png 

პორტალიდან ცნობილი გახდა, რომ ახალი მოდელი დაფუძნებული იქნება ორიგინალ Xbox One S-ზე და ექნება ანალოგიური ფორმ-ფაქტორი. ამგვარი კონსოლის გამოშვების მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ შემცირდეს საწარმოო დანახარჯები და უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიქციოს Xbox-ის ეკოსისტემამ, რადგან სისტემის ღიებულებაც შემცირდება. წინასწარი მონაცემებით, მისი ფასი 200 დოლარი იქნება, რაც ცხადია, არ არის ძვირი. 

გარდა ამისა, Thurrott-ზე მოცემულ ანგარიშში მითითებულია, რომ იგეგმება პროგრამა “disc-to-digital”-ის გაშვება, რაც დისკის ასლების მფლობელებს საშუალებას მისცემს მოახდინონ ზოგიერთი თამაშის კონვერტირება ციფრულ ლიცენზიაზე. პროგრამა ამოქმედდება 2019 წლის გაზაფხულიდან. 

დისკის წამკითხველის გარეშე წარმოდგენილი Xbox One-ის გაყიდვაც 2019 წლიდანაა მოსალოდნელი, თუმცა აღნიშულია, რომ Microsoft-მა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, ექნება თუ არა Xbox-ის შემდგომი თაობის კონსოლებს დისკის წამკითხველი. 

image.jpeg

ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ჭორების დონეზე იმყოფება.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.