Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SilentiumPC- წარადგინა კორპუსი Regnum RG1 TG Pure Black, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოჩნდება გასაყიდად ევროპულ ბაზარზე. 

image.jpeg 

კორპუსი წარმოდგენილია მთლიანად შავ ფერში. გვერდითი პანელებიდან ერთ-ერთი დამზადებულია გამოწრთობილი მინისგან, ამ გვერდიდან კარგად ჩანს სისტემის შინაგანი კომპონენტები. კორპუსის უკანა ნაწილში დაყენებულია 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი. 

image.jpeg 

 

კორპუსი თავსებადია ATX და Micro-ATX ტიპის დედა დაფებთან. აქვს ადგილი შვიდი ბარათისთვის, მათ შორის - 380 მილიმეტრიანი გრაფიკული ბარათისათვის. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სივრცე ორი, 5,25-დუიმიანი მოწყობილობის განსათავსებლად. 

image.jpeg 

კორპუსი გაყოფილია ორ ზონად. ვედა ნაწილში განთავსებულია 3,5-დუიმიანი დრაივები (×2) და 250 მილიმეტრიანი კვების ბლოკი. ზედა სექცია კი განკუთვნილია ყველა დანარჩენი კომპონენტისათვის, მათ შორის, ორი 2,5-დუიმიანი დრაივისთვის. 

image.jpeg 

სისტემაში შესაძლებელია ექვსამდე 120 მილიმეტრიანი ვენტილატორის დამატება. კორპუსის ზედა პანელზე განთავსებულია კონექტორები ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის, ასევე, ორი USB 3.0 პორტი. მოწყობილობის გაბარიტებია 447×199×443 მმ, წონა - 4,76 კგ. 

SilentiumPC Regnum RG1 TG Pure Black კორპუსის საორიენტაციო ფასია 40 ევრო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.