Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Sony-მ აღნიშნა PlayStation 4-ის ხუთი წლის იუბილე და გამოუშვა ახალი PS4 ნაკრები, აგრეთვე წარადგინა ინფოგრაფიკა, სადაც ნაჩვენებია, რა სიმაღლეებს მიაღწია ხსენებულმა მოწყობილობამ. 

Sony-ს ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ შეძლო 86,1 მილიონზე მეტი რაოდენობის კონსოლისა და 777,9 მილიონი პროგრამული პროდუქტის გაყიდვა მსოფლიოს მასშტაბით. გაშვების მომენტიდან კომპანიამ ასევე განახორციელა 11 მსხვილი განახლება. 

ზემოთხსენებული მონაცემების გარდა, Sony-მ წარადგინა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი, მათ შორის, ხუთი ყველაზე კარგად გაყიდვადი თამაში, PS4-ის ყველაზე პოპულარული თამაშები, ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი თამაშები და ხუთიც ყველაზე პოპულარული კონტროლერი (ფერის მხრივ).   

image.jpeg 

Sony-მ დააანონსა ახალი ნაკრები - Call of Duty: Black Ops 4 PS4, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება 27 ნოემბრიდან 299,99 აშშ დოლარად. იგი მოიცავს Playstation 4-ს (1ტბ-ით), ერთ გეიმპადს და Call of Duty: Black Ops 4-ის Blu-Ray დისკს. 

image.jpeg 

  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.