Magdalena Posted November 18, 2018 Posted November 18, 2018 კომპანია Sony-მ აღნიშნა PlayStation 4-ის ხუთი წლის იუბილე და გამოუშვა ახალი PS4 ნაკრები, აგრეთვე წარადგინა ინფოგრაფიკა, სადაც ნაჩვენებია, რა სიმაღლეებს მიაღწია ხსენებულმა მოწყობილობამ. Sony-ს ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ შეძლო 86,1 მილიონზე მეტი რაოდენობის კონსოლისა და 777,9 მილიონი პროგრამული პროდუქტის გაყიდვა მსოფლიოს მასშტაბით. გაშვების მომენტიდან კომპანიამ ასევე განახორციელა 11 მსხვილი განახლება. ზემოთხსენებული მონაცემების გარდა, Sony-მ წარადგინა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი, მათ შორის, ხუთი ყველაზე კარგად გაყიდვადი თამაში, PS4-ის ყველაზე პოპულარული თამაშები, ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი თამაშები და ხუთიც ყველაზე პოპულარული კონტროლერი (ფერის მხრივ). Sony-მ დააანონსა ახალი ნაკრები - Call of Duty: Black Ops 4 PS4, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება 27 ნოემბრიდან 299,99 აშშ დოლარად. იგი მოიცავს Playstation 4-ს (1ტბ-ით), ერთ გეიმპადს და Call of Duty: Black Ops 4-ის Blu-Ray დისკს. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22137/playstation-4-ispolnilos-5-let Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.