Magdalena Posted November 18, 2018 Posted November 18, 2018 მიმდინარე წლის დასაწყისში Facebook-ს დაემატა ფუნქცია Watch Party, რომლის მიხედვით Facebook-ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ სინქრონში ეყურებინათ ვიდეოებისთვის, დაეტოვებინათ მასზე კომენტარები და რეაქციები. Messenger-ზე დამატებული ახალი კოდის მიხედვით, კომპანია ანალოგიურ ფუნქციას ამატებს ჩატსაც. ახალი კოდის ფრაგმენტებზე დაკვირვების მიხედვით, ჩანს რომ ფუნქცია „Watch Videos Together“ იმოქმედებს ისევე, როგორც Watch Party: ჩააგდებთ ჩატში ვიდეოს, დაამატებთ სხვა პიროვნებას თქვენს Messenger-ში და შეძლებთ ერთად უყუროთ ვიდეოს. როგორც ჩანს, Facebook-ი გეგმავს ამ ფუნქციის მხარდაჭერას მხოლოდ Facebook-ზე განთავსებული ვიდეოებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ვერ შეძლებენ ისარგებლონ ამ ფუნქციით, ვთქვათ, Netflix-ზე. ახალი ფუნქციის შესახებ ცნობა გამოაქვეყნა TechCrunch-მა. Facebook-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მხოლოდ „შიდა ტესტირება“, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ფუნქცია მალე გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა, რადგან მსგავსი ფუნქცია უკვე არსებობს Facebook-ჯგუფებისთვის, დიდი ალბათობით, ზემოთხსენებულ ფუნქციებსაც მივიღებთ კერძო ჩატისთვის. https://www.theverge.com/2018/11/16/18098474/facebook-messenger-watch-videos-together-feature-test Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.