Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წლის დასაწყისში Facebook-ს დაემატა ფუნქცია Watch Party, რომლის მიხედვით Facebook-ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ სინქრონში ეყურებინათ ვიდეოებისთვის, დაეტოვებინათ მასზე კომენტარები და რეაქციები. Messenger-ზე დამატებული ახალი კოდის მიხედვით, კომპანია ანალოგიურ ფუნქციას ამატებს ჩატსაც.  

ახალ კოდის ფრაგმენტებზე დაკვირვების მიხედვით, ჩანს რომ ფუნქცია „Watch Videos Together“ იმოქმედებს ისევე, როგორც Watch Party: ჩააგდებთ ჩატში ვიდეოს, დაამატებთ სხვა პიროვნებას თქვენს Messenger-ში და შეძლებთ ერთად უყუროთ  ვიდეოს. როგორც ჩანს, Facebook-ი გეგმავს ამ ფუნქციის მხარდაჭერას მხოლოდ Facebook-ზე განთავსებული ვიდეოებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ვერ შეძლებენ ისარგებლონ ამ ფუნქციით, ვთქვათ, Netflix-ზე. 

ახალი ფუნქციის შესახებ ცნობა გამოაქვეყნა TechCrunch-მა. Facebook-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მხოლოდ „შიდა ტესტირება“, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ფუნქცია მალე გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა, რადგან მსგავსი ფუნქცია უკვე არსებობს Facebook-ჯგუფებისთვის, დიდი ალბათობით, ზემოთხსენებულ ფუნქციებსაც მივიღებთ კერძო ჩატისთვის. 

image.jpeg

https://www.theverge.com/2018/11/16/18098474/facebook-messenger-watch-videos-together-feature-test 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.