Magdalena Posted November 17, 2018 Posted November 17, 2018 გასულ წელს კომპანია Google-მა გამოუშვა სმარტ-სათვალე Glass Enterprise Edition, რომელიც გათვლილი იყო კორპორატიული მომხმარებლებზე. ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ ახლოვდება მეორე თაობის სათვალის ანონსი. ახალი სათვალის შესახებ ინფორმაცია აღბეჭდილია აშშ-ის კავშირების ფედერალური კომისიის საიტზე. გაჯეტის კოდური დასახელებაა A4R-GG2, წინა თაობის ვერსიის სახელწოდება იყო A4R-GG1. როგორც ცნობილია, კონსტრუქციის თვალსაზრისით ახალი სათვალე ძალიან ჰგავს ორიგინალ მოდელს. კერძოდ, გათვალისწინებულია კონსტრუქციის მოძრავი, მოქნილი მიმაგრების სისტემა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია გამოსახულების ფორმირების მოდულის დაკეცვა. სათვალეს აქვს Bluetooth დაWi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა, არ აქვს ინტეგრირებული 4G/LTE მოდემი მობილურ ქსელებში მუშაობისთვის. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ახალ სათვალეს ექნება გაუმჯობესებული შიდა ელექტრონული კომპონენტების სისტემა. ორიგინალ მოდელს აქვს Intel Atom პროცესორი, 32 გიგაბაიტი მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი კამერა და ბატარეა 780 მილიამპერი/სთ მოცულობით. Google Glass Enterprise Edition 2 სათვალის გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება, მისი ფასი დაახლოებით 1500 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/978225 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.