Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ წელს კომპანია Google-მა გამოუშვა სმარტ-სათვალე Glass Enterprise Edition, რომელიც გათვლილი იყო კორპორატიული მომხმარებლებზე. ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ ახლოვდება მეორე თაობის სათვალის ანონსი. 

image.jpeg 

ახალი სათვალის შესახებ ინფორმაცია აღბეჭდილია აშშ-ის კავშირების ფედერალური კომისიის საიტზე. გაჯეტის კოდური დასახელებაა A4R-GG2, წინა თაობის ვერსიის სახელწოდება იყო A4R-GG1. 

როგორც ცნობილია, კონსტრუქციის თვალსაზრისით ახალი სათვალე ძალიან ჰგავს ორიგინალ მოდელს. კერძოდ, გათვალისწინებულია კონსტრუქციის მოძრავი, მოქნილი მიმაგრების სისტემა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია გამოსახულების ფორმირების მოდულის დაკეცვა.  

სათვალეს აქვს Bluetooth დაWi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა, არ აქვს ინტეგრირებული 4G/LTE მოდემი მობილურ ქსელებში მუშაობისთვის. 

image.jpeg 

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ახალ სათვალეს ექნება გაუმჯობესებული შიდა ელექტრონული კომპონენტების სისტემა. ორიგინალ მოდელს აქვს Intel Atom პროცესორი, 32 გიგაბაიტი მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი კამერა და ბატარეა 780 მილიამპერი/სთ მოცულობით. 

Google Glass Enterprise Edition 2 სათვალის გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება, მისი ფასი დაახლოებით 1500 აშშ დოლარია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.