Magdalena Posted November 17, 2018 Posted November 17, 2018 ნოემბრის აფდეითი 1: Amazon Music აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Xbox One-ზე Microsoft-ის ნოემბრის აფდეითი Xbox One-ისთვის მოიცავს უამრავ ახალ ფუნქციასა და ცვლილებას, მათ შორისაა Amazon Music-ის პირდაპირი სტრიმინგის შესაძლებლობა. როგორც პრეს-რელიზიდან ხდება ცნობილი, აპლიკაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთათვის. მოსალოდნელია, რომ შემდეგ ეტაპებზე დაემატება წვდომა სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერ უცნობია. Amazon Music აპლიკაცია აერთიანებს Spotify-ის, Pandora-ს, iHeartRadio-სა და YouTube-ს ერთ აპლიკაციაში, რომელსაც მომხმარებლები გამოიყენებენ მუსიკის სტრიმინგისთვის. Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, Amazon Prime-ის წევრებს შეუძლიათ გამოიყენონ Xbox One-ის ახალი აპლიკაცია პირდაპირ თავიანთი ბიბლიოთეკიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Xbox Store-ში. https://www.theverge.com/2018/11/14/18095085/amazon-music-xbox-one-consoles-app ნოემბრის აფდეითი 2: კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა Xbox One-ისთვის Xbox One-ს დაემატა კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა. პირველი თამაშები, რომლებსაც მომხმარებლები ითამაშებენ კონსოლებზე კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით, იქნება Fortnite და Warframe. მიმდინარე თვის ბოლომდე ასევე დაემატება შემდეგი თამაშები: Bomber Crew, Deep Rock Galactic, Strange Brigade, Vermintide 2, War Thunder და X-Morph Defense. Xbox One-ისთვის გამოყენებადი იქნება თანამედროვე კლავიატურებისა და მაუსების როგორც სადენიანი, ასევე უსადენო ვარიანტები. ამასთან, Microsoft-ი თანამშრომლობს Razer-თან, რათა შეიმუშავონ უსადენო მექანიკური კლავიატურისა და მაუსის კომპლექტი სპეციალურად Xbox-ისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია გვპირდება უფრო მეტ ნიუსს იანვრის CES-ისთვის (The Global Stage for Innovation). https://www.theverge.com/2018/11/14/18095086/xbox-one-keyboard-mouse-support-november-update-release
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now