Magdalena Posted November 15, 2018 Posted November 15, 2018 მიმდინარე კვირაში ჩატარებულ სუპერკომპიუტერების ყოველწლიურ კონფერენციაზე დაანონსდა შტუტგარტში (გერმანია) აგებული მაღალმწარმოებლური კომპიუტერი “Hawk” , რომელიც აწყობილია AMD EPYC Rome-ის ბაზაზე. სისტემის საერთო წარმადობა აღწევს 24 PetaFLOPS/s-ს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში არსებულ ანალოგიურ სისტემებს შორის. მასში შედის 10 ათასი პროცესორი და თითოეული 64-cores Zen 2 Rome-ის წარმადობა 2.4 TeraFLOPS/s-ს აღწევს. “Hawk”-ის მოთხოვნები და საჭიროებები, როგორებიცაა მაღალი წარმადობა, ხარისხიანი ტექმხარდაჭერა, ფლობის მინიმალური ღირებულება და, რაც მთავარია, გამძლეობის მაღალი დონე გვიჩვენებს, რომ ახალი 7 nm EPYC პროცესორები აკმაყოფილებენ ყველა ამ მოთხოვნას. აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერკომპიუტერის ძირითადი მეხსიერება 665 ტერაბაიტია, დრაივ სივრცე კი - 26 პბ (პეტაბაიტი). “Hawk “გამოყენებული იქნება კომპიუტერულ საინჟინრო და კვლევით სფეროებში, როგორებიცაა მეცნიერების, ენერგეტიკის, კლიმატის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროები. https://overclockers.ru/blog/itmanager85/show/22072/superkomjuter-hawk-zadejstvuet-10-tysjach-servernyh-64jadernyh-7-nm-processorov-amd-epyc
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now