Magdalena Posted November 15, 2018 Posted November 15, 2018 კორპორაცია Intel-მა დააანონსა მოწყობილობა Neural Compute Stick 2 (NCS 2) - კომპაქტური მოდული, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტუალური ალგორითმებისთვისა და კომპიუტერული ხედვების მაკეტირებისთვის. გასული წლის ზაფხულში Movidius-ის ბრენდით გამოვიდა ბრელოკი-კომპიუტერი Neural Compute Stick (ეს კომპანია Intel-მა 2016 წელს შეიძინა). გაჯეტის საფუძველს წარმოადგენს Movidius Vision Processing Unit (VPU) გამოთვლითი კვანძი (node). Neural Compute Stick 2-ს აქვს გამოთვლითი ბლოკი Intel Movidius Myriad X VPU – 16 სპეციალიზირებული SHAVE ბირთვით. ასევე საუბარია ნეირონული ძრავის არსებობაზე. ჯამში, როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ახალი დივაისი წარმადობით რვაჯერ აჭარბებს წინა თაობის Neural Compute Stick-ს. მოწყობილობა კომპიუტერს უკავშირდება USB 3.0 პორტით, სისტემაში რაიმე დამატებითი ტექნიკის საჭიროების გარეშე. არ არის cloud პლატფორმებთან დაკავშირების აუცილებლობა. მოსალოდნელია, რომ Neural Compute Stick 2-ით ძირითადად დაინტერესდებიან ისინი, ვინ მუშაობს პროექტებზე რობოტექნიკის სფეროში, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში, სმარტ-სახლისთვის განკუთვნილი მოწყობილობების სფეროში და ა.შ. მოწყობილობის ფასი 100 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/978171
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now