Magdalena Posted November 13, 2018 Posted November 13, 2018 სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, დასახელდა Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის სახელწოდება და გამოსვლის დრო: როგორც მოსალოდნელია, იგი წარდგენილი იქნება მომავალი წლის მარტში - ოდნავ მოგვიანებით ფლაგმანური Galaxy S-ის გამოსვლის შემდეგ. Galaxy S-ის მასიური ბაზრისგან განსხვავებით, Galaxy F ექსკლუზიური სმარტფონი იქნება ფასიდან გამომდინარე: მისი ღირებულება დაახლოებით 1770 დოლარი იქნება, თუმცა სააგენტოს განცხადებით, Samsung-ი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საბოლოო ფასზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს მილიონი დასაკეცი დივაისის გამოშვებას. წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Yonhap News ამტკიცებს, რომ Galaxy S10-ს ექნება 5G მხარდაჭერა, ხსენებული მსარტფონის გამოსვლა იგეგმება თებერვლისთვის. Galaxy F-ის შემთხვევაში კი 5G ქსელი არ არის გათვალისწინებული. შედარებისთვის, Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი ღირს დაახლოებით იმდენი, რამდენიც ერთად აღებული iPhone Xr (749 $) და iPhone Xs (999 $). მიუხედავად ამისა, Samsung-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კომპანია შეძლებს მინიმუმ 1 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვას. რაც შეეხება სპეციფიკაციებს, ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ დისპლეის მახასიათებლები: მთავარი ეკრანის დიაგონალია 7,3 დუიმი. გვერდების შეფარდებაა 4.2:3, გაფართოება კი - 2152 х 1536 პიქსელი. მეორე დისპლეის პროპორციებია 21:9, გაფართოება - 840 х 1960, დიაგონალის ზომა - 4,58 დუიმი. ორივე ეკრანის შემთხვევაში პიქსელების სიმჭიდროვეა 420 ppi. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/11/12/18086898/samsung-foldable-phone-galaxyf-release-date-price-report https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22017/sgibaemyj-smartfon-samsung-budet-stoit-dorozhe-chem-iphone-xr-i-iphone-xs-vmeste-vzjaty Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.