Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, დასახელდა Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის სახელწოდება და გამოსვლის დრო: როგორც მოსალოდნელია, იგი წარდგენილი იქნება მომავალი წლის მარტში - ოდნავ მოგვიანებით ფლაგმანური Galaxy S-ის გამოსვლის შემდეგ. Galaxy S-ის მასიური ბაზრისგან განსხვავებით, Galaxy F ექსკლუზიური სმარტფონი იქნება ფასიდან გამომდინარე: მისი ღირებულება დაახლოებით 1770 დოლარი იქნება, თუმცა სააგენტოს განცხადებით, Samsung-ი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საბოლოო ფასზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს მილიონი დასაკეცი დივაისის გამოშვებას.  

წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Yonhap News ამტკიცებს, რომ Galaxy S10-ს ექნება 5G მხარდაჭერა, ხსენებული მსარტფონის გამოსვლა იგეგმება თებერვლისთვის. Galaxy F-ის შემთხვევაში კი 5G ქსელი არ არის გათვალისწინებული.  

შედარებისთვის, Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი ღირს დაახლოებით იმდენი, რამდენიც  ერთად აღებული iPhone Xr (749 $) და iPhone Xs (999 $). მიუხედავად ამისა, Samsung-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კომპანია შეძლებს მინიმუმ 1 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვას.  

image.jpeg

 

რაც შეეხება სპეციფიკაციებს, ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ დისპლეის მახასიათებლები: მთავრი ეკრანის დიაგონალია 7,3 დუიმი. გვერდების შეფარდებაა 4.2:3, გაფართოება კი - 2152 х 1536 პიქსელი. მეორე დისპლეს პროპორციებია 21:9, გაფართოება  - 840 х 1960, დიაგონალის ზომა - 4,58 დუიმი. ორივე ეკრანის შემთხვევაში პიქსელების სიმჭიდროვეა 420 ppi. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.