Jump to content

Recommended Posts

Posted

იაპონურმა კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი ბანკომატი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც განკუთვნილია ფულთან დაკავშირებულ თაღლითობასთან ბრძოლისათვის. 

image.png

 

ბანკომატში ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით ხდება მოსარგებლე პირის გარეგნობის შეფასება, რაც ხელს შეუშლის თაღლითებს ფულად რესურსებთან დაკავშირებულ მაქინაციებში: ყველაზე მეტად ხანდაზმული ასაკის პირები ხდებიან თაღლითების მსხვერპლნი, ბოროტმოქმედები მათ ტელეფონზე საუბრით არწმუნებენ, თანხა გადაურიცხონ. 

იმ შემთხვევაში, თუკი ხელოვნური ინტელექტი დააფიქსირებს, რომ ბანკომატით მოსარგებლე პირი ტელეფონზე საუბრობს, ეკრანზე გამოვა გაფრთხილება და საშუალებები - მომხარებელმა შეწყვიტოს ტრანზაქცია.  

მძიმე დრო დგება მათთვისაც, ვინც ნიღბით ან მზის სათვალეებით შენიღბული ეცდება მიითვისოს სხვისი ფული: თუკი ბანკომატი აღმოაჩენს მომხმარებლის დაფარულ სახეს და მომხმარებელი არ დამორჩილდება მოთხოვნას - მოიხსნას შემნიღბავი მასალა - ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება.  

მოსალოდნელია, რომ ახალი სისტემა მეტად ეფექტური გამოდგება. მისი კომერციალიზაცია დაგეგმილია მომავალი ფინანსური წლის აპრილიდან.  

რაც შეეხება იაპონიაში დაფიქსირებულ ფინანსურ დანაკარგს, რაც დაკავშირებულია უშუალოდ თაღლითობასთან, ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს ერთ წელიწადში.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.