Jump to content

Recommended Posts

Posted

მოტოციკლების ლეგენდარულმა ამერიკულმა მწარმოებელმა  - Harley-Davidson-მა წარადგინა LiveWire - ინოვაციური ბაიკი ელექტრო ძრავით. 

image.jpeg 

LiveWire-ის გარეგნული იერსახე შეგვიძლია ფოტოებიდან შევაფასოთ. დეტალებს რაც შეეხება: მოტოციკლს აქვს 17-დუიმიანი დისკები Michelin-ის სპორტული საბურავებით, ასევე აქვს Brembo-ს მაღალეფექტური სამუხრუჭე მექანიზმი. 

image.jpeg 

ძრავის მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია, რომ LiveWire-ს აქვს ჩამონტაჟებული დამტენი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია დაიტენოს აკუმულატორი სახლში. ამასთან, გათვალისწინებულია სწრაფი დატენვის შესაძლებლობაც. 

image.jpeg 

მოტოციკლს აქვს რეგულირებადი განათება  - Showa და მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. გამოყენებული ტრანსმისია არ საჭიროებს მომსახურებას.  

image.jpeg 

ბაიკერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის შვიდი რეჟიმი, რაც უზრუნველყოფს მართვის ოპტიმალური სტილის შერჩევას. „არ გჭირდებათ  „გადაბმულობის“ გამოყენება. არ საჭიროებს სიჩქარეების გადართვას. საჭიროა მხოლოდ დაატრიალოთ აქსელერატორის სახელური და დაიძრათ ადგილიდან“ - აცხადებენ Harley-Davidson-ში. 

image.jpeg 

მოტოციკლთან დაკავშირებით, მახასიათებლებში აგრეთვე ნახსენებია თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემა ნავიგაციით, სენსორული ეკრანითა და Bluetooth-ის მხარდაჭერით. 

ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე LiveWire შემდეგი წლიდან გამოვა. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.