Magdalena Posted November 11, 2018 Posted November 11, 2018 დიდი ხანია ცნობილია, რომ ღამის რეჟიმის საშუალებით იზრდება ბატარეების მუშაობის ხანგრძლივობა OLED დისპლეის მქონე სმარტფონებში, საუბარი ეხება Android-საც და iPhone-საც. ხანგრძლივობის მატება დაკავშირებულია შემდეგთან: ცალკეულ პიქსელებს ნაკლები დატვირთვის აქტივობა უწევთ ეკრანის ჩაბნელებულ სივრცეებში, აქტივობა მინიმალურია შავ ფერზე გამოსახულების ასახვის დროს. Android Dev Summit-ზე Google-მა განაცხადა ამ ფაქტის შესახებ და წარადგინა რამოდენიმე სლაიდი, სადაც ნაჩვენები და შედარებული იყო ენერგომოხმარება სხვადასხვა ფერთა გამოყენების შემთხვევაში. ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყველაზე მეტ ენერგიას თეთრი ფერი საჭიროებს, ამის გამო Google-მა აღიარა, რომ თეთრის დომინანტობა მის აპლიკაციებში - იდეალურისგან შორსაა. კომპანია ხაზს უსვამს ღამის რეჟიმის ღირსებებს. YouTube-ზე უკვე ვიხილეთ ამგვარი რეჟიმი, კომპანია უკვე ტესტავს მას მობილური Google Feed-ისთვის, სისტემაში ღამის რეჟიმის გააქტიურებამდე კი საქმე ჯერ არ მისულა (ამას გეგმავს Samsung-ი ახალ One UI-ში). უზარმაზარი სხვაობაა ბატარეის გამძლეობის კუთხით ჩვეულებრივსა და ღამის რეჟიმებს შორის. გარდა ამისა, უამრავი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულია მოწყობილობების ჩაბნელებულ რეჟიმში მოხმარება ნაკლები სიკაშკაშის გამო. https://www.theverge.com/2018/11/8/18076502/google-dark-mode-android-battery-life 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now