Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Lenovo რიგით მეორე კომპანიაა, რომელიც ხსნის მაღაზიას მოლარეების გარეშე. მაღაზიაში იყიდება წვენები და  სასუსნავები. 

იმისათვის, რომ ისარგებლონ „Lenovo Lecoo“ მარკეტით, მომხმარებლები იყენებენ პლანშეტსა და მარკეტის კამერას, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიკაციას. შემდეგ, Amazon Go სისტემის მსგავსად, კლიენტებს შეუძლიათ დაათვალიერონ და აირჩიონ პროდუქტები, ანგარიში კი ავტომატურად დაითვლება და აისახება საგადახდო სისტემაში. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Lenovo ძირითადად ცნობილია კომპიუტერების, სმარტფონებისა და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობების წარმოებით, მისი მარკეტი Lecoo ძირითადად მოიცავს კვების პროდუქტებს. სხვადასხვა ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ხსნის მაღაზიებს, სადაც მსუბუქი საკვები იყიდება. მაგალითად, Alibaba-ს ავტომატიზირებულ მარკეტში იყიდება სასმელები და ახალი ზღვის პროდუქტები. ელექტრონული კომერციული კომპანია JD კი ყიდის ჩიპებს 

კომპანია Lenovo აცხადებს, რომ ეს მარკეტი ექსპერიმენტული ხასიათისაა და წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ტესტს, მათ შორის იგულისხმება სახის ამოცნობის სისტემის გაუმჯობესებაც სმარტფონებსა და პლანშეტებში. ასე რომ , თუკი საკვებსა და ტექ-მოწყობილობებს შორის კავშირი არ ჩანს ამ ეტაპზე, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კომპანია იმედოვნებს, რომ მაღაზიას სამომავლოდ დაემატება შეკვეთების ფუნქცია, რათა შენაძენი პირდაპირ სახლიდან გაკეთდეს. კომპანიის გეგმებშია ასევე ჭკვიანი ყავის აპარატის გამოშვება, რომელიც შეისწავლის კლიენტების გემოვნებასა და სურვილებს.  

Posted

ლოლ

დარჩენ მოლარეები უმუშევრები

ხედავ ეგრე უფრო იაფი უჯდებათ , მოლარეებზე დაიწყეს ეკონომიის გაკეთება, ჯერ ამაზონმა მერე ლენოვომ მერე მთელ მსოფლიოს მოედება

სუპერმარკეთებიც  ეგეთ გაყიდვაზე გადავლენ მალე,   რას გამოიწვევს ეს ? სამუშაო ადგილების შემცირებას  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.