Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა უკვე წარადგინა Cascade Lake-AP თაობის პროცესორი, რომლის კონფიგურაციაც 48 ბირთვს მოიცავს. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა კომპანიის სამომავლო გეგმების ამსახველი ფოტომასალა. გავრცელებული მასალის მიხედვით, კომპანია გეგმავს სხვადასხვა სეგმენტის ახალი პროცესორების პრეზენტაციას.  

გარკვეული პერიოდის წინ HEDT ლაინაფს შეემატა Core-X პროცესორები. გავრცელებული ფოტოს თანახმად, შემდგომ განახლებას დაახლოებით 2 წელიწადში ვიხილავთ, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია წარადგენს Ice-Lake X სერიის პროცესორებს. ამ თაობის CPU-ების მიმართ დიდი ინტერესი იმით არის გამოწვეული, რომ ეს იქნება Intel-ის პირველი, 10 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული პროცესორები. 

image.jpeg

 

როგორც ცნობილია, ეს პროცესორები თავდაპირველად მობილურ სეგმენტზე გამოჩნდება. თუკი გაჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 2020 წლის შუა პერიოდში დაანონსდება ულტრაენერგოეფექტური Ice Lake-Y პროცესორები. Tiger Lake-U და Tiger Lake-Y მობილური ვერსიების გამოსვლა მოსალოდნელია 2020 წლის ზაფხულის ბოლოს-შემოდგომის დასაწყისში. 

ასევე უნდა  აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ უნდა მოახდინოს Jasper Lake თაობის პროცესორების პრეზენტაცია და ამ პროცესორებმა უნდა ჩაანაცვლოს Gemini Lake. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ანონსების ვადებს კომპანია Intel-ი კვლავ არ შეცვლის.  

https://bit.ly/2QmAXWY

  • Like 1
  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.