Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ფორმალურად, Tesla-ს მარკის ელექტრომობილებს უკვე დიდი ხანია შეუძლიათ დამოუკიდებლად შევიდნენ ავტოფარეხში ან იმოძრაონ საპირისპირო მხარეს, თუკი საჭირო მანძილის სიახლოვეზე იმყოფება მფლობელი სმატფონით ხელში და ვირტუალური ღილაკით აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებას სპეციალური მობილური აპლიკაციით. Tesla და მისი დამფუძნებელი ილონ მასკი ამ კვირაში უკვე ბევრჯერ მოხვდნენ ყურადღების ცენტრში. ამ შემთხვევაში კი ყურადღებას იპყრობს გენერალური დირექტორის განცხადებები პროგრამული უზრუნველყოფის სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, 2016 წლის ოქტომბრის შემდგომ გამოშვებული Tesla-ს ყველა ელექტრომობილი მიიღებს პროგრამული უზრუნველყოფის აფდეითს, რომელიც მფლობელს საშუალებას მისცემს, „გამოიძახოს“ და მართოს ავტომობილი სმარტფონით. მაგალითად, ელექტრომობილი შეძლებს განსაზღვროს მფლობელის კოორდინატები და  მიაკითხოს სახლის სადარაბაზოსთან ან პარკინგის ადგილიდან მივიდეს მფლობელის სამსახურთან. მოკლედ, თუკი მობილი იმყოფება მფლობელის თვალთახედვის არეში, შესაძლებელი იქნება მისი დისტანციურად მართვა სმარტფონის გამოყენებით.  

მასკი გვპირდება, რომ მომავალი წლისთვის ელექტრომობილებს „ასწავლის“  თავად მონახონ საპარკინგე ადგილი და დაიკავონ იგი. თანამედროვე მეგაპოლისებში პარკირების ადგილის პოვნაზე არც თუ ისე ცოტა დრო იხარჯება, ასევე. მძღოლებს ხშირად უწევთ ზედმეტი მანძილის ფეხით გავლა მანქანამდე ორივე გზაზე. თუმცა, უმეტესობა ქვეყნის კანონმდებლობა ჯერჯერობით არ არის მზად, დაუშვას უპილოტო მანქანების მოძრაობა საყოველთაო მოხმარების გზებზე. დიდი ალბათობით, ავტომატური პარკირების ფუნქცია დაშვებული იქნება დახურულ ტერიტორიებსა და პარკინგებზე.  

https://bit.ly/2RBNVQR

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.