Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Amazon-მა ამანათის ჩაბარების ახალი ვარიანტი შესთავაზა ამერიკელ პრემიუმ-მომხმარებლებს, რითაც  წინ გაუსწრო სასაჩუქრო-სადღესასწაულო სეზონის გახსნას. ახალ პროგრამას ეწოდება Amazon Day, რაც არ უნდა აგვერიოს Amazon-ის ყოველწლიურ შოპინგ ღონისძიება Prime Day-ში. 

ახალი სერვისის თანახმად, მომხმარებლები შეძლებენ, თავად განსაზღვრონ და მიუთითონ კვირის ის დღე, როდესაც ამანათის მიღება სურთ. ჯერჯერობით პროგრამა ხელმისაწვდომია მომხმარებელთა მცირე ჯგუფისათვის, თუმცა Amazon-ი გეგმავს, უახლოეს თვეებში მომხმარებელთა რაოდენობა გააფართოვოს: “Amazon- მუდმივად ინოვაციების ძიებაშია და ცდილობს, მოიძიოს ახალი საშუალებები მომხმარებლების გასაოცებლად. მოხარულნი ვართ, რომ ახალი პროგრამით გზავნილის მიღება უფრო მოსახერხებელი გახდება ჩვენი კლინტებისთვის“ - აცხადებენ კომპანიაში. 

მაგალითად, შეგიძლიათ ამანათის მიღების დღედ აირჩიოთ პარასკევი და ყველა შენაძენს, რომელსაც გააკეთებთ კვირის განმავლობაში, ერთად მიიღებთ პარასკევ დღეს. მხოლოდ ერთი პირობაა: შეკვეთები უნდა განხორციელდეს ორი დღით ადრე მაინც  ჩაბარების დღემდე (ამ შემთხვევაში პარასკევამდე).  

თუკი მომხმარებლები შეუერთდებიან პროგრამა Amazon Day-ს, მათ პარალელურად მაინც შეეძლებათ სხვა ხელმისაწვდომი ვარიანტებით სარგებლობა, მაგალითად, როგორიცაა უფასო ორდღიანი შიფინგი თითოეულ შეკვეთაზე  (Prime two-day shipping ) 

Amazon Day-ს მიხედვით ერთად გაგზავნილი ამანათები კომპანიისთვისაც ხელსაყრელია: როგორც ცნობილია, ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ შესაფუთ მასალებზე მოდის. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.