Magdalena Posted November 5, 2018 Posted November 5, 2018 Amazon-მა ამანათის ჩაბარების ახალი ვარიანტი შესთავაზა ამერიკელ პრემიუმ-მომხმარებლებს, რითაც წინ გაუსწრო სასაჩუქრო-სადღესასწაულო სეზონის გახსნას. ახალ პროგრამას ეწოდება Amazon Day, რაც არ უნდა აგვერიოს Amazon-ის ყოველწლიურ შოპინგ ღონისძიება Prime Day-ში. ახალი სერვისის თანახმად, მომხმარებლები შეძლებენ, თავად განსაზღვრონ და მიუთითონ კვირის ის დღე, როდესაც ამანათის მიღება სურთ. ჯერჯერობით პროგრამა ხელმისაწვდომია მომხმარებელთა მცირე ჯგუფისათვის, თუმცა Amazon-ი გეგმავს, უახლოეს თვეებში მომხმარებელთა რაოდენობა გააფართოვოს: “Amazon-ი მუდმივად ინოვაციების ძიებაშია და ცდილობს, მოიძიოს ახალი საშუალებები მომხმარებლების გასაოცებლად. მოხარულნი ვართ, რომ ახალი პროგრამით გზავნილის მიღება უფრო მოსახერხებელი გახდება ჩვენი კლინტებისთვის“ - აცხადებენ კომპანიაში. მაგალითად, შეგიძლიათ ამანათის მიღების დღედ აირჩიოთ პარასკევი და ყველა შენაძენს, რომელსაც გააკეთებთ კვირის განმავლობაში, ერთად მიიღებთ პარასკევ დღეს. მხოლოდ ერთი პირობაა: შეკვეთები უნდა განხორციელდეს ორი დღით ადრე მაინც ჩაბარების დღემდე (ამ შემთხვევაში პარასკევამდე). თუკი მომხმარებლები შეუერთდებიან პროგრამა Amazon Day-ს, მათ პარალელურად მაინც შეეძლებათ სხვა ხელმისაწვდომი ვარიანტებით სარგებლობა, მაგალითად, როგორიცაა უფასო ორდღიანი შიფინგი თითოეულ შეკვეთაზე (Prime two-day shipping ). Amazon Day-ს მიხედვით ერთად გაგზავნილი ამანათები კომპანიისთვისაც ხელსაყრელია: როგორც ცნობილია, ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ შესაფუთ მასალებზე მოდის. https://www.theverge.com/2018/11/2/18057034/amazon-day-prime-choose-package-arrival-date 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.