Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

უსადენო კავშირის ოპერატორები ემზადებიან 5G -სთვის - შემდგომი თაობის ფიჭური კავშირისთვის, რომელიც მომხმარებლებს ჩამოტვირთვის სიჩქარის გაზრდას ჰპირდება. მწარმოებლების გეგმებში უკვე შედის მოწყობილობებში ახალი, უფრო სწრაფი ქსელის გამოყენება. ახალი ანგარიშის თანახმად, Apple გამოუშვებს 5G სმარტფონს 2020 წლისთვის. 

მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ კომპანია გეგმავს გამოიყენოს Intel 8161 5G ჩიპი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები გაგრილებასთან დაკავშირებით, რომლის გადაჭრაც აუცილებელია. ცნობილია, რომ Apple ასევე MediaTek-თანაც აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი ჩიპები გამოიყენოს „გეგმა ბ“-ს სახით.  

ამ დროისათვის, Apple Intel-ს იყენებს თავის 2018 წლის ლაინაფში. თავის მხრივ, როგორც Intel-მა განაცხადა, მისი “5G სამომახმარებლო ვალდებულებები“ და  სამოქმედო გეგმები არ შეცვლილა 2018-2020 წლების პერიოდთან დაკავშირებით - კომპანია  დაკავებულია საკუთარი გეგმებითა და 5G პროექტებით. 

რაც შეეხება თავად 5G-ს, მონაცემთა გადაცემის უმაღლესი სიჩქარე შეადგენს 20 გბიტი/წმ; ქსელის გადატვირთვისას - 100 მბიტი/წმ; საშუალო სიჩქარე -  1 გბიტი/წმ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.