Magdalena Posted November 5, 2018 Posted November 5, 2018 უსადენო კავშირის ოპერატორები ემზადებიან 5G -სთვის - შემდგომი თაობის ფიჭური კავშირისთვის, რომელიც მომხმარებლებს ჩამოტვირთვის სიჩქარის გაზრდას ჰპირდება. მწარმოებლების გეგმებში უკვე შედის მოწყობილობებში ახალი, უფრო სწრაფი ქსელის გამოყენება. ახალი ანგარიშის თანახმად, Apple გამოუშვებს 5G სმარტფონს 2020 წლისთვის. მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ კომპანია გეგმავს გამოიყენოს Intel 8161 5G ჩიპი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები გაგრილებასთან დაკავშირებით, რომლის გადაჭრაც აუცილებელია. ცნობილია, რომ Apple ასევე MediaTek-თანაც აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი ჩიპები გამოიყენოს „გეგმა ბ“-ს სახით. ამ დროისათვის, Apple Intel-ს იყენებს თავის 2018 წლის ლაინაფში. თავის მხრივ, როგორც Intel-მა განაცხადა, მისი “5G სამომახმარებლო ვალდებულებები“ და სამოქმედო გეგმები არ შეცვლილა 2018-2020 წლების პერიოდთან დაკავშირებით - კომპანია დაკავებულია საკუთარი გეგმებითა და 5G პროექტებით. რაც შეეხება თავად 5G-ს, მონაცემთა გადაცემის უმაღლესი სიჩქარე შეადგენს 20 გბიტი/წმ; ქსელის გადატვირთვისას - 100 მბიტი/წმ; საშუალო სიჩქარე - 1 გბიტი/წმ. https://www.theverge.com/2018/11/3/18058634/apples-5g-iphone-2020-intel-modem-report
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now