Jump to content

Recommended Posts

Posted

Corsair-მა გამოუშვა თხევადი გაგრილების სისტემის - Hydro Series "AIO"-ს პოპულარული ხაზის ახალი პროდუქტები: Corsair Hydro Series H100i RGB PLATINUM და Corsair Hydro Series H115i RGB PLATINUM. ახალი „წყვილი“ წარმოდგენილია გაგრილების კიდევ უფრო მაღალი დონით და RGB განათებით. 

image.png 

ორივე მათგანის გაგრილება ხდება წყვილი PWM ვენტილატორით, რომლებიც არის მაგნიტური ლევიტაციის ტიპის CORSAIR ML PRO Series RGB მოდელები, უზრუნველყოფენ ჰაერის შესანიშნავ ნაკადს და მაღალ სტატიკურ წნევას, რაც აუცილებელია ყველაზე თანამედროვე პროცესორების გაგრილებისთვის.  

მაღალ სიჩქარეზე სწრაფად ბრუნვის შემთხვევაშიც კი ქულერი ბევრად დაბალ ხმას გამოსცემს ტრადიციულთან შედარებით. H100i RGB PLATINUM-ს აქვს 120 მილიმეტრიანი ვენტილატორები და 240 მილიმეტრიანი რადიატორი. H115i RGB PLATINUM-ის გაგრილება კი ხდება 140 მილიმეტრიანი ვენტილატორებითა და 280 მილიმეტრიანი რადიატორის საშუალებით. 

H100i და H115i RGB PLATINUM მოდელებს აქვთ 16 ინდივიდუალური, ცვლადი განათება კორპუსში და ოთხნაირი - თითოეული ვენტილატორისთვის. 

image.jpeg 

Hydro Series PLATINUM მოდელები თავიანთ მაღალ წარმადობას აღწევენ ოპტიმიზირებული თერმული სპილენძის ფირფიტისა და ვენტილატორებზე PWM კონტროლის საშუალებით. H100i RGB PLATINUM-ი შესაძლოა დაყენდეს 400-და 2400 ბრუნი/წუთში რეჟიმზე, H115i RGB PLATINUM-ი კი - 400-დან 2000 ბრუნამდე. 

პროგრამული უზრუნველყოფა CORSAIR iCUE ყველაფერს აერთიანებს ერთ, გამოსაყენებლად მარტივ ინტერფეისში ყველა ფუნქციის მართვისთვის. iCUE მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართონ ტუმბოსა და ვენტილატორების სიჩქარე, შექმნან საკუთარი გაგრილების სისტემები, რომლებიც ავტომატურად რეგულირდება სისტემის ტემპერატურის დიაპაზონის მიხედვით. iCUE-ის საშუალებით ასევე შესაძლებელია განათებებისა და ეფექტების ცვლა, სინქრონიზაცია CORSAIR iCUE-თან თავსებად კომპონენტებთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან. 

ამგვარი მახასიათებლების გათვალისწინებით, CORSAIR Hydro Series H100i RGB PLATINUM-მა და  CORSAIR Hydro Series H115i RGB PLATINUM-მა ახალი სტანდარტი დაამკვიდრეს პროცესორის გაგრილების სისტემასთან დაკავშირებით - „ყველაფერი ერთში“. 

https://bit.ly/2Pa83ws

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.