Magdalena Posted November 4, 2018 Posted November 4, 2018 SpaceX-ის გენერალური დირექტორი უარს არ ამბობს უახლოეს ვადებში განხორციელდეს პროექტი Starlink-ი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანამგზავრების გაშვება სატელიტური ინტერნეტის სისტემების ასამოქმედებლად. REUTERS/Mike Blake სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მასკი სიეტლში იმ მიზნით იმყოფებოდა, რომ შეხვედროდა ინჟინრებს, პროექტის ხელმძღვანელებს, რომელთაც გადამწყვეტი როლი აქვთ აეროკოსმოსური კომპანიის ზრდაში. მასკმა პროგრამის უმაღლეს ხელმძღვანელთაგან შვიდი წევრი გაათავისუფლა თანამდებობიდან, რაც გამოწვეული იყო მისი უთანხმოებით გუნდთან სამუშაო ტემპებთან დაკავშირებით, კერძოდ, ის ტემპები, როგორც მიმდინარეობდა Starlink-ის თანამგზავრების აწყობა და ტესტირება. მასკმა სასწრაფოდ ჩაანაცვლა გათავისუფლებული თანამშრომლები ახლებით: მენეჯერები SpaceX-ის კალიფორნიაში არსებული შტაბ-ბინიდან გადმოიყვანა. წყაროების ინფორმაციით, გუნდის ახალ წევრებს წარედგინათ დავალება - მოხდეს პირველი სერიის კოსმოსური აპარატების გაშვება მომავალი წლის შუა პერიოდში. მენეჯმენტისათვის დადგენილი ვადები მოწმობს, რამდენად სწრაფად სურს მასკს SpaceX Starlink პროგრამის რეალიზება. მოგახსნებთ, რომ ხსენებული პროგრამა კონკურენციას უწევს OneWeb-სა და Telesat Canada-ს და, როგორც ჩანს, მასკს სურს პირველი გავიდეს ბაზარზე ახალი თანამგზავრული ინტერნეტ-სერვისის საშუალებით. https://3dnews.ru/977597 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now