Jump to content

Recommended Posts

Posted

Capture.PNG

ევროკავშირის საზღვრებთან მალე დაიწყება ხელოვნური ინტელექტის მქონე სიცრუის დეტექტორების ტესტირება. პროგრამა, სახელწოდებით iBorderCtrl ექვსი თვის განმავლობაში ამუშავდება უნგრეთის, ლატვიისა და საბერძნეთს საზღვრებზე (იგულისხმება გამყოფი საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ შედიან ევროკავშირის შემადგენლობაში). 

პროექტი iBorderCtrl-ი  ფინანსება ევროკავშირის მხრიდან. იგი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა დააჩქაროს და გაამარტივოს საზღვრის გადალახვის პროცედურა მოგზაურებისთვის. სისტემის მიხედვით, მომხმარებლები ავსებენ ონლაინ-განაცხადს და ახდენენ გარკვეული დოკუმენტების ატვირთვას, (მაგალითად საპასპორტო მონაცემების). შემდეგ ეტაპზე კი ვირტუალური მესაზღვრის კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა. მოგზაურები პასუხობენ კითხვებს ვებ-კამერის წინ, სისტემა გააანალიზებს და შეაფასებს მათ მიკროჟესტებს. 

თუკი iBorderCtrl განსაზღვრავს, რომ მოგზაურის პასუხები სიმართლეს შეესაბამება, პირები იღებენ QR-კოდს, რითიც შეძლებენ საზღვრის გადალახვას. თუკი იქნება ეჭვის საფუძველი, პიროვნების ბიომეტრიული ინფორმაცია - თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება გადაეცემა უკვე აგენტს (ადამიანს) და იგი გააკეთებს საბოლოო შეფასებას. 

პროგრამა, რა საკვირველია, ექსპერიმენტალურად ითვლება და არ გამორიცხავს, მაინც მოხდეს საეჭვო პიროვნების მიერ საზღვის გადალახვა. წინა ტესტირებას ეფექტურობის მხოლოდ 76 %-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ამჯერად კი iBorderCtrl-ის გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ სისტემის ეფექტურობა 85 %-ს მიაღწევს. 

85%-იანი მიზნის მიღწევის მიუხედავად, სისტემა არ არის დაზღვეული შეცდომებისგან და ეს არც არის გასაკვირი: კვლევები აჩვენებს, რომ სახის ამოცნობის ალგორითმებს სახის ამოცნობასა და  ერთმანეთში არევის პრობლემები აქვს.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.