Magdalena Posted November 1, 2018 Posted November 1, 2018 ბრუკლინში გამართულ ივენთზე კომპანია Apple-მა წარადგინა ახალი პროცესორი A12X Bionic, რომელიც გამოყენებულია ახალ iPad Pro-ში. წარმომადგენლის თქმით, იგი ბევრად ძლიერი ვერსიაა ამჟამად მოქმედ A12 ჩიპთან შედარებით. A12 პროცესორის მსგავსად, ახალი ჩიპი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და 10 მილიარდზე მეტი ტრანზისტორი აქვს. ჩიპს გააჩნია 8-core CPU და 7-core GPU. თითოეული ბირთვის წარმადობა 35%-ითაა გაზრდილი წინა თაობის iPad Pro-სთან შედარებით, საერთო ჯამში კი წარმადობამ 90%-ით მოიმატა. მწარმოებელთა განცხადების მიხედვით, გრაფიკა 1000-ჯერ უფრო სწრაფია და იგი Xbox One S-ის გრაფიკას შეადარეს. Apple-ისგან გაკეთდა თამამი განცხადება, რომ ახალი iPad Pro უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე სხვა მობილური კომპიუტერების 92 %, რომლებიც მუშაობენ Intel Core i7 პროცესორზე. A12X პირველად ათავსებს iPad-ში ნეირონულ ძრავს, ასე რომ მოწყობილობა მზადაა Core ML ამოცანებისთვის. ახალი კონტროლერი უზრუნველყოფს 1 ტერაბაიტ მოცულობის მონაცემთა შენახვას. A12X-ს აქვს USB Type-C პორტის მხარდაჭერა, ასე რომ ახალი iPad Pro არ საჭიროებს Lightning კონექტორს. ჩიპს აგრეთვე აქვს შერეული რეალობის აპლიკაციების მხარდაჭერა. /www.tomshardware.com Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.