Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბრუკლინში გამართულ ივენთზე კომპანია Apple-მა წარადგინა ახალი პროცესორი A12X Bionic, რომელიც გამოყენებულია ახალ iPad Pro-ში. წარმომადგენლის თქმით, იგი ბევრად ძლიერი ვერსიაა ამჟამად მოქმედ A12 ჩიპთან შედარებით. 

A12 პროცესორის მსგავსად, ახალი ჩიპი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და 10 მილიარდზე მეტი ტრანზისტორი აქვს. ჩიპს გააჩნია  8-core CPU და 7-core GPU. თითოეული ბირთვის წარმადობა 35%-ითაა გაზრდილი წინა თაობის iPad Pro-სთან შედარებით, საერთო ჯამში კი წარმადობამ 90%-ით მოიმატა. მწარმოებელთა განცხადების მიხედვით, გრაფიკა 1000-ჯერ უფრო სწრაფია და იგი Xbox One S-ის გრაფიკას შეადარეს. 

Apple-ისგან გაკეთდა თამამი განცხადება, რომ ახალი iPad Pro უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე სხვა მობილური კომპიუტერების 92 %, რომლებიც მუშაობენ Intel Core i7 პროცესორზე. 

A12X პირველად ათავსებს iPad-ში ნეირონულ ძრავს, ასე რომ მოწყობილობა მზადაა Core ML ამოცანებისთვის. ახალი კონტროლერი უზრუნველყოფს 1 ტერაბაიტ მოცულობის მონაცემთა შენახვას. A12X-ს აქვს USB Type-C პორტის მხარდაჭერა, ასე რომ ახალი iPad Pro არ საჭიროებს Lightning კონექტორს. ჩიპს აგრეთვე აქვს შერეული რეალობის აპლიკაციების მხარდაჭერა.  

/www.tomshardware.com

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.