Jump to content

Recommended Posts

Posted

შვეიცარიული კომპანია ABB ცდილობს გაიმყაროს  ლიდერის პოზიცია ჭკვიანი რობოტების წარმოების ბაზარზე ჩინეთში. წარმოდგენლობამ განაცხადა, რომ გეგმავენ შანხაიში ააშენონ 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქარხანა, სადაც რობოტები დაამზადებენ რობოტებს. 

image.jpeg 

REUTERS/Remo Casilli 

ახალი ქარხანა აშენდება ABB-ის რობოტექნიკის კამპუსის სიახლოვეს და 2020 წლისთვის იგეგემება ამუშავება. ქარხანაში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ჩინეთის ბაზრისთვის, აგრეთვე დაგეგმილია ექსპორტი აზიის სხვა ქვეყნებშიც. კომპანია ABB-ისთვის ჩინეთი სიდიდით მეორე ბაზარს წარმოადგენს აშშ-ის ბაზრის შემდეგ. 

image.jpeg 

South China Morning Post 

„შანხაი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრი ტექნოლოგიური ლიდერობის კუთხით - როგორც ABB-ისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ABB-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Ulrich Spiesshofer-მა ახალ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენების დროს. 

ამ პროექტის განხორციელებით, ABB დიდ იმედებს ამყარებს ჩინეთში გაყიდვების მასშტაბურობაზე და იგნოირებას უწევს იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს მზარდმა დაძაბულობამ ჩინეთსა და აშშ-ის შორის შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ელექტრონიკის, ავტონაწილებისა და ა.შ. მოთხოვნაზე. ამგვარი პროდუქციის წარმოებისთვის კი ავტომატიზირებული წარმოებაა საჭირო. 

კომპანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ახალი ქარხანა განთავსდება 7000 მ2  ფართობზე და მისი მუშაობისას გამოყენებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებსა და რობოტებს - უსაფრთხოდ იმუშავონ ერთმანეთთან სიახლოვეში. ქარხანაში დაგეგმილია გამოიყენონ YuMi სერიის რობოტები, რომლებიც კონკრეტულად ადამიანების გვერდით მუშაობისთვის არიან გათვლილი. ამ რობოტებს გამოიყენებენ წვრილი დეტალების აწყობისთვის, რაც აუცილებელია ABB რობოტების შექნისას. 

ABB-ის რობოტები აგრეთვე გამოიყენება მანქანათმშენებლობასა და ელექტრომოწყობილობების აწყობაში. ახალ ქარხანაში შექმნიან რობოტებს მრავალი სხვა სახის გამოყენებისთვის - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. 

https://bit.ly/2Daccu0

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.