Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Microsoft-მა Windows 10-ის ბოლო აფდეითში დაამატა ფუნქცია, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობდა Apple-ში. საუბარია ამგვარ ფუნქციაზე: შეგიძლიათ მუშაობა დაიწყოთ ერთ მოწყობილობაში და დაასრულოთ მეორეში. თუმცა იგი მოქმედია მხოლოდ კომპანიის კუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში. მარტივად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ გახსნათ რაიმე საიტი Windows 10 Microsoft Edge ბრაუზერში, და საიტის თვალიერება განაგრძოთ Android-ზე ან iOS-ზე. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბრაუზერს Windows-ის მომხმარებელთა მხოლოდ 4% იყენებს. დღესდღეობით, ყველაზე პოპულარული ბრაუზერი Google Chrome-ია, როგორც სმარტფონებში, ასევე პერსონალურ კომპიუტერებში. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მწარმოებლები ამზადებენ სმარტფონებსა და PC-ებს შორის მონაცემთა გაცვლის ფუნქციას. 

image.jpeg

ფუნქციის სახელწოდება იქნება Self Share და, როგორც მოსალოდნელია, იგი გამოჩნდება ყველა მხარდაჭერილ პლატფორმასა და ოპერაციულ სისტემაზე. ამით შესაძლებელი იქნება არა მარტო მონაცემთა სინქრონიზაცია (რაც უკვე არსებობს), არამედ გზავნილების გადაცემა მოწყობილობიდან მოწყობილობაზე. მწარმოებლების თქმით, Self Share უფრო სწრაფი იქნება სინქრონიზაციის კუთხით. 

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, როდის იქნება ფუნქცია მზად და როდის გახდება ხელმისაწვდომი. მოსალოდნელია, რომ კომპანია მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება მის რეალიზებას, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი ფუნქციის ტესტირებას დიდი დრო დაეთმობა, მომავალში ხარვეზების გამორიცხვის გამო. 

image.jpeg

https://bit.ly/2PrcmCZ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.