Jump to content

Recommended Posts

Posted

მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოთხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლთა 71 %-სთვის პრიორიტეტს წარმოადგენს აპლიკაციის სიმარტივე შეტყობინებების გაცვლის პროცესში. გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ამგვარი აპლიკაციები მათთვის მნიშვნელოვანია და თავს ახლოს გრძნობენ მეგობრებთან კონტაქტში. ამიტომ, მწარმოებლები შეეცადნენ, Messenger-ის ახალი ვერსია უფრო მარტივი და მოსახერხებელი გამხდარიყო მომხმარებლებისთვის. Messenger 4 უკვე გამოსულია და უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი. 

ახალ ვერსიაში ყველა ტიპის ჩატი - ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც, - განთავსდება ცენტრში, ჩანართში - Chats. აქვე იქნება ხელმისაწვდომი ვიზუალური კომუნიკაციის ფუნქციები, მაგალითად, კამერა, რათა მომხმარებლებმა მარტივად გადაიღონ ფოტოები და მეგობრებს გაუზიარონ. 

image.jpeg

 

კიდევ ერთი ჩანართი იქნება განთავსებული - People. მასზე დაჭერით მომხმარებლები მოძებნიან მეგობრებს, გაეცნობიან მათ უახლეს ამბებს, დაინახავენ ვინ არის აქტიური იმ დროისთვის. და ბოლოს, იქნება მესამე ჩანართიც - Discover -სადაც თავმოყრილი იქნება ყველა დანარჩენი ფუნქცია: საქმიანი კავშირები, შემოთავაზებები, თამაშები, სიახლები და ა.შ. 

image.jpeg

 

ახალ Messenger-ში გაჩნდა პერსონალიზაციის ახალი შესაძლებლობები: ჩატის ფანჯარაზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფერის გამოყენება, რომელსაც მომხმარებელი შეცვლის სურვილისამებრ ნებისმიერ დროს, თუნდაც საუბრის მომენტში. გამარტივების მიუხედავად, Messenger-ის ზოგადი ფუნქციები შენარჩუნებული იქნება: ლოკაციის გაგზავნა, თამაშში მოწვევა, ჯგუფური ვიდეოჩატი და ა.შ. 

image.jpeg

 

ცვლილებები სამომავლოდ კიდევ იგეგმება, თუმცა მწარმოებლებმა ამ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ ზემოთჩამოთვლილი საკმარისია - უმჯობესია მომხმარებლებს დრო მიეცეთ, შეეჩვიონ ინტერფეისის ცვლილებებს. უკვე იწყება ჩაბნელებულ რეჟიმზე მუშაობა და ინტერფეისი მუქი ფერის ელემენტებით გაფორმების საშუალებების შემუშავება. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.