Magdalena Posted October 26, 2018 Posted October 26, 2018 მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოთხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლთა 71 %-სთვის პრიორიტეტს წარმოადგენს აპლიკაციის სიმარტივე შეტყობინებების გაცვლის პროცესში. გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ამგვარი აპლიკაციები მათთვის მნიშვნელოვანია და თავს ახლოს გრძნობენ მეგობრებთან კონტაქტში. ამიტომ, მწარმოებლები შეეცადნენ, Messenger-ის ახალი ვერსია უფრო მარტივი და მოსახერხებელი გამხდარიყო მომხმარებლებისთვის. Messenger 4 უკვე გამოსულია და უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი. ახალ ვერსიაში ყველა ტიპის ჩატი - ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც, - განთავსდება ცენტრში, ჩანართში - Chats. აქვე იქნება ხელმისაწვდომი ვიზუალური კომუნიკაციის ფუნქციები, მაგალითად, კამერა, რათა მომხმარებლებმა მარტივად გადაიღონ ფოტოები და მეგობრებს გაუზიარონ. კიდევ ერთი ჩანართი იქნება განთავსებული - People. მასზე დაჭერით მომხმარებლები მოძებნიან მეგობრებს, გაეცნობიან მათ უახლეს ამბებს, დაინახავენ ვინ არის აქტიური იმ დროისთვის. და ბოლოს, იქნება მესამე ჩანართიც - Discover -სადაც თავმოყრილი იქნება ყველა დანარჩენი ფუნქცია: საქმიანი კავშირები, შემოთავაზებები, თამაშები, სიახლები და ა.შ. ახალ Messenger-ში გაჩნდა პერსონალიზაციის ახალი შესაძლებლობები: ჩატის ფანჯარაზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფერის გამოყენება, რომელსაც მომხმარებელი შეცვლის სურვილისამებრ ნებისმიერ დროს, თუნდაც საუბრის მომენტში. გამარტივების მიუხედავად, Messenger-ის ზოგადი ფუნქციები შენარჩუნებული იქნება: ლოკაციის გაგზავნა, თამაშში მოწვევა, ჯგუფური ვიდეოჩატი და ა.შ. ცვლილებები სამომავლოდ კიდევ იგეგმება, თუმცა მწარმოებლებმა ამ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ ზემოთჩამოთვლილი საკმარისია - უმჯობესია მომხმარებლებს დრო მიეცეთ, შეეჩვიონ ინტერფეისის ცვლილებებს. უკვე იწყება ჩაბნელებულ რეჟიმზე მუშაობა და ინტერფეისის მუქი ფერის ელემენტებით გაფორმების საშუალებების შემუშავება. https://3dnews.ru/977249 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.