Magdalena Posted October 26, 2018 Posted October 26, 2018 კომპანია Patriot-მა დააანონსა მექანიკური ტიპის კლავიატურა - Viper V765 RGB Mechanical Gaming Keyboard, რომელიც დაპროექტებულია მომხმარებლებისთვის, ვინც გატაცებულია კომპიუტერული თამაშებით. კლავიატურას აქვს „სავიაციო დონის“ ალუმინის ჩარჩოები. აქვს გადამრთველები - Kailh White Box DIP Switches, რომლებიც დაცულია წყლისა და მტვრისგან IP56 სტანდარტის შესაბამისად. კლავიატურა უზრუნველყოფს დაახლოებით 80 მილიონჯერ გამოყენების შესაძლებლობას. Patriot Viper V765-ს აქვს RGB განათება 16,8 მლნ ფერის მხარდაჭერით. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფნით შესაძლებელია მრავალრიცხოვანი ფერადი ეფექტების დაყენება. ფუნქცია - Anti-Ghosting და n-Key Rollover-ის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ღილაკზე დაჭერის ვარიანტები. კლავიატურის ზედა ნაწილში განთავსებულია მულტიმედია ფლეიერის მართვის ღილაკები, აგრეთვე ხმის მარეგულირებელი ღილაკი. კლავიატურის გაბარიტებია 466 × 162,6 × 28 მმ, წონა - 1,13 კგ. კომპიუტერთან მიერთება შესაძლებელია USB პორტით, კაბელის სიგრძე 1,8 მეტრს შეადგენს. https://bit.ly/2O4Ogct
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now