Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP დეკემბრიდან დაიწყებს საინტერესო სიახლის - EliteDisplay E243d Docking Monitor-ის გაყიდვას, რომლის საორიენტაციო ფასი დაახლოებით 330 აშშ დოლარია. 

image.jpeg

 

მოწყობილებას აქვს ტრადიციული მონიტორის ფუნქციები, აგრეთვე გამოიყენება დოკ-სადგურად პორტატული კომპიუტერებისთვის. შესაძლებელია ლეპტოპის მიერთება სიმეტრიული USB Type-C პორტით. დაშვებულია 65 ვატამდე ენერგიის გადაცემა. 

პერიფერიულ მოწყობილობებთან დასაკავშირებლად გათვალისწინებულია USB 3.0 პორტი. ამას გარდა, მონიტორს აქვს ქსელური პორტი Gigabit Ethernet (RJ-45) და 720p ვებ-კამერა მასიური მიკროფონით. 

image.jpeg

მონიტორს აქვს IPS მატრიცა 23,8 დუიმიანი დიაგონალით. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც შეესაბამება Full HD ფორმატს. სიმკვეთრის, კონტრასტულობისა და რეაქციის სიჩქარის მაჩვენებლებია : 250 cd/მ2, 1000:1 და 7 მილიწამი. თვალთახედვის არე მოიცავს 187 გრადუსს. 

image.jpeg

მონიტორს აქვს HDMI 1.4 და D-Sub ინტერფეისები. მოწყობილობა უზრუნველყოფს რეგულირების ფართო სპექტრს, შესაძლებელია მონიტორის სიმაღლის, დახრილობისა და პოზიციის შეცვლა სურვილისამებრ.  

https://bit.ly/2PnUjh4

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.