Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია NVIDIA აგრძელებს სატრანსპორტო სისტემებისთვის საკუთარი ავტომატური მართვის საშუალებებზე მუშაობას. კომპანიამ გამოაქვეყნა ბროშურა, სადაც ნაჩვენებია მისი მიდგომა ავტოპილოტის სისტემების შექმნას, განვითარებასა და ტესტირებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 60-ზე მეტი კომპანია იყენებს NVIDIA-ს პროგრამულ უზრუნველყოფასა და კომპონენტებს ათასხუთასზე მეტ პროტოტიპში, რომლებიც მოძრაობენ საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე. 

image.png

 

ფოტოს წყარო  NVIDIA 

კომპანია შეეცადა თვალსაჩინოდ გამოესახა ავტონომიურობის დონეები SAE-ს კლასიფიკაციის მიხედვით. როგორც ფოტოდან ჩანს, მეხუთე - უმაღლესი დონე სავსებით არ საჭიროებს მძღოლის ართულობას მართვის პროცესში. თუმცა, სურვილისამებრ, შესაძლებელია ხელით მართვაც. 

NVIDIA ეტაპრობრივად ამხელს სისტემა DRIVE IX-ის შესახებ ცნობებს. ეს სისტემა გულისხმობს მეორეხარისხოვანი გარემომცველი ობიექტების კონტროლს, ასევე აკონტროლებს მძღოლის ქცევებს - ვთქვათ, არის თუ არა ჩაძინების ალბათობა. გარდა ამისა, სისტემის საშუალებით კონტროლდება უკანა სავარძლებზე არსებული ვითარებებიც. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ჩაკეტილ მანქანაში ბავშვებისა და შინაური ცხოველების დატოვება, ამიტომ, განსაკუთრებით გულმავიწყ და დაუდევარ მძღოლებს ამ აკრძალვი შესახებ პროგრამა შეახსენებს.  

DRIVE IX-ის კომპეტენციაში შედის სატრანსპორტო საშუალების გარემოცვის კონტროლი. უკვე რეალიზებულია რამოდენიმე მანქანაში ბლოკირების ფუნქცია: შეუძლებელია კარის გაღება და გადასვლა იმ დროს, როცა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება ახლოვდება. რობოტაქსებში არსებული პანორამული ვიდეო გამოყენებული იქნება დისპლეიზე საჭირო ინფორმაციის ასახვისთვის. მაგალითად, თუ მანქანა სვლას შეანელებს, მგზავრები მიიღებენ ახსნას, რომ მობილი აპირებს გაატაროს ქვეითად მოსიარულე ან გზა დაუთმოს სხვა ტრანსპორტს. მწარმოებლების აზრით, ამგვარი სიფრთხილ მგზავრებს დაეხმარება, დაძლიონ ავტომატური ტაქსებით მგზავრობის შიში. 

https://bit.ly/2z4Oye9

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.