Magdalena Posted October 24, 2018 Posted October 24, 2018 ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დაიწყო 15,6 დუიმიანი პორტატული კომპიუტერების გაყიდვა. ლეპტოპის დასახელებაა Mi Notebook და იგი წარმოდგენილია თეთრ ფერში. ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. აქვს ციფრული ინტერფეისი HDMI. Xiaomi Mi Notebook-ი მუშაობს მერვე თაობის Intel Core i5 პროცესორზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გიგაბაიტი. ლეპტოპს აქვს მონაცემთა შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა: 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ფლეშ-მოდული და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX110 – 2 გიგაბაიტი მოცულობით. ლეპტოპს აქვს უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2, აგრეთვე ქსელური კონტროლერი - Gigabit Ethernet. ასევე, აქვს 3 ვატიანი სტერეო დინამიკები, USB 2.0 და USB 3.0 პორტები და ვებ-კამერა. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. Xiaomi Mi Notebook-ის საორიენტაციო ფასია 660 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/977129 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.