Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დაიწყო 15,6 დუიმიანი პორტატული კომპიუტერების გაყიდვა. ლეპტოპის დასახელებაა Mi Notebook და იგი წარმოდგენილია თეთრ ფერში. 

image.jpeg

 

ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი, გაფართოება - 1920×1080 პიქსელი. აქვს ციფრული ინტერფეისი HDMI. 

Xiaomi Mi Notebook-ი მუშაობს მერვე თაობის Intel Core i5 პროცესორზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გიგაბაიტი. ლეპტოპს აქვს მონაცემთა შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა: 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ფლეშ-მოდული და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი.  

გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX110 – 2 გიგაბაიტი მოცულობით. ლეპტოპს აქვს უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2, აგრეთვე ქსელური კონტროლერი - Gigabit Ethernet. 

image.jpeg

ასევე, აქვს 3 ვატიანი სტერეო დინამიკები, USB 2.0 და USB 3.0 პორტები და ვებ-კამერა. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე.  

Xiaomi Mi Notebook-ის საორიენტაციო ფასია 660 აშშ დოლარი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.