Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში დააანონსა Optane 905P SSD ბარათები, რომელთა მოცულობა 380 გბ-ია. თუმცა მათ გაყიდვის თარიღის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი. 

image.jpeg 

ამერიკულმა ინტერნეტ-მაღაზია Newegg-მა უკვე დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება ხსენებულ ბარათებზე. ამ სიახლის ფასი 500 აშშ დოლარია. ცნობილია, რომ უკვე შეძენილი ბარათების მიწოდება და საცალო გაყიდვები 18 ნოემბრიდან დაიწყება.  

image.jpeg 

image.jpeg

 

Optane 905P ბარათი არის M.2-22110 ფორმატის, მისი გაბარიტებია 110 × 22 მმ. აქვს კომპანია EK Water Blocks-ის რადიატორი. მიერთებისთვის გამოიყენება ოთხი PCIe Lane და NVMe პროტოკოლი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Intel-ი აგრეთვე გამოუშვებს უფრო დიდი მოცულობის მქონე მოდელებს - M.2 ფორმატის Optane 905P-ს  765 გბ და  1,5 ტბ მოცულობით, შესაბამისად. 

image.jpeg 

უნდა აღნიშნოს, რომ ზემოთხსენებული მოდელი შეზღუდულია ტემპერატურისა და კვების კუთხით და ამიტომ მცირე ჩამორჩენა აღინიშნება PCIe და U.2 ვერსიების წარმადობის თვალსაზრისით, თუმცა სიჩქარის ვარდნა დიდად შესამჩნევი არ იქნება.  

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.