Jump to content

Recommended Posts

Posted

22 ოქტომბერს Samsung Electronics-მა დააანონსა ახალი პორტატული კომპიუტერი, რომელსაც აქვს რეტრო დიზაინი და სწრაფი უსადენო კომუნიკაციების საშუალებები. 

image.jpeg 

სამხრეთკორეული კომპანიის ასორტიმენტში გაჩნდა მოდელი - Samsung Notebook Flash. ლეპტოპს აქვს 13,3 დუიმიანი Full HD დისპლეი, Intel Pentium N5000 პროცესორი ტაქტის სიხშირით 2,7 გჰც-მდე და გრაფიკული ბირთვი Intel HD Graphics 605. აქვს აგრეთვე Bluetooth 5.0 მოდული და Wi-Fi მონაცემთა გადაცემის სიჩქარე - 1,7 გბიტი/წმ. 

image.jpeg

კლავიატურაზე, რომლის ღილაკებიც მოგვაგონებს მექანიკური საბეჭდი მანქანის კლავიშებს, განთავსებულია თითის ანაბეჭდების სკანერი Windows Hello-ს მხარდაჭერით. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10 Home-ზე. LPDDR4 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტია, დამატებითი მეხსიერების ფლეშ-მოდულის მოცულობა კი - 128 გიგაბაიტი. 

image.jpeg

 

ლეპტოპის გაბარიტებია 322,2× 219,5× 16,9 მმ, წონა - 1,37 კგ. კონექტორების რიცხვში შედის HDMI, USB-C, USB3.0 და USB 2.0 პორტები. აქვს აგრეთვე microSD მეხსიერების ბარათის სლოტი. 

image.jpeg 

Samsung Notebook Flash ლეპტოპი უკვე იყიდება სამხრეთკორეულ ბაზარზე. მისი ადგილობრივი ფასი დაახლოებით 715 აშშ დოლარის ტოლია. როდის გამოჩნდება ლეპტოპი სხვა ქვეყნების ბაზრებზე ჯერჯერობით უცნობია. ფერის მხრივ იგი წარმოდგენილია სამ ვარიანტად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.