Jump to content

Recommended Posts

Posted

12 სექტემბერს, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში კომპანია Apple-მა გამართა 2018 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრესკონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ წარადგინა ახალი თაობის Apple Watch და სამი ახალი iPhone. სმარტფონებიდან ყველაზე ბიუჯეტური აღმოჩნდა Xr მოდელი. 19 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი გახდა ამ სმარტფონის წინასწარი შეკვეთა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. 26 ოქტომბრიდან კი უკვე ოფიციალურად დაიწყება მისი გაყიდვები. 

image.jpeg

მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსები სმარტფონს გრანდიოზულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და აქცენტს მის დიზაინსა და ფასზე აკეთებენ. ანალიტიკოსების აზრით, ეს სმარტფონი 2017 წლის მოდელებს ერთნახევარჯერ გადაუსწრებს გაყიდვების კუთხით. აქვე აღვნიშნავთ, რომ Xr მოდელის საშუალო ფასი ოდნავ დაბალია წინა თაობის iPhone 8-სა და iPhone 8 Plus-ის ფასებთან შედარებით.  

ანალიტკოსების აზრით, მეოთხე კვარტალში გაყიდული iPhone Xr-ისგან მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს Apple-ის ბოლო სამი თვის საერთო შემოსავალში. დეკემბრისთვის, Apple-ის გაყიდული სმარტფონების 40% სწორედ Xr მოდელზე იქნება. 2019 წლის პირველ კვარტალში კი, ანალიტიკოსის შეფასებით, ეს მოდელი Apple-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდება, ბაზარზე მისი წილი კი 50 %-ს გადააჭარბებს. 

image.jpeg

თუმცა, რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. აქვე მოგახსნებთ iPhone Xr-ის მონაცემების შესახებ: სმარტფონს აქვს 6,1 დუიმიანი LCD ეკრანი ჭრილით. მატრიცის გაფართოებაა 828 х 1792. პიქსელების სიმჭიდროვე - 326 ppi. აქვს მინის კორპუსი და წყლისა მტვრისგან დაცვა IP67 სტანდარტის მიხედვით. სმარტფონი მუშაობს 7 ნანომეტრიან A12 Bionic პროცესორზე, აქვს 2942 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა. წარმოდგენილია სმარტფონის სამი კონფიგურაცია: 3/64 გბ;  3/128 გბ;  3/256 გბ-იანი მოდელები. 

https://bit.ly/2q47be1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.