Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ADATA-მ გააფართოვა თავისი პორტატული დრაივების ასორტიმენტი: დაანონსდა HV320 - დიდი მოცულობის მქონე მყარი დისკი. 

image.jpeg 

ახალი დივაისი წარმოდგენილი იქნება სამ ფერში - შავი, თეთრი და ლურჯი. მოცულობის მიხედვით მომხმარებლებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ ოთხ ვარიანტს შორის: ხელმისაწვდომი იქნება დივაისები 1 ტბ, 2 ტბ, 4ტბ და 5 ტბ მოცულობით. 

კომპიტერთან დაკავშირებას უზრუნველყოფს ინტერფეისი USB 3.1. ეს პორტი ასევე გამოიყენება კვების მიწოდებისთვის - დამატებითი წყარო საჭირო არ გახლავთ. მოწყობილობა თავსებადია ოპერაციულ სისტემებთან: Microsoft Windows, Apple macOS და Linux. 

image.jpeg 

ოთხი მოდიფიკაციიდან ორი, შედარებით მცირე დივაისის ზომებია 125,7×80,5×10,7 მმ, წონა - 180 გრამი. დანარჩენი ორი უფრო დიდის ზომები კი არის - 125,7×80,5×19 მმ. და იწონიან 285 გრამს.  

სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია ინფორმაციის დაშიფვრის შესაძლებლობა AES ალგორითმის მიხედვით. მონაცემთა დამუშავებისთვის გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა - HDDtoGO. 

ADATA HV320 პორტატული მყარი დისკის, მისი მოდიფიკაციების ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.