Magdalena Posted October 23, 2018 Posted October 23, 2018 კომპანია ADATA-მ გააფართოვა თავისი პორტატული დრაივების ასორტიმენტი: დაანონსდა HV320 - დიდი მოცულობის მქონე მყარი დისკი. ახალი დივაისი წარმოდგენილი იქნება სამ ფერში - შავში, თეთრში და ლურჯში. მოცულობის მიხედვით მომხმარებლებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ ოთხ ვარიანტს შორის: ხელმისაწვდომი იქნება დივაისები 1 ტბ, 2 ტბ, 4ტბ და 5 ტბ მოცულობით. კომპიუტერთან დაკავშირებას უზრუნველყოფს ინტერფეისი USB 3.1. ეს პორტი ასევე გამოიყენება კვების მიწოდებისთვის - დამატებითი წყარო საჭირო არ გახლავთ. მოწყობილობა თავსებადია ოპერაციულ სისტემებთან: Microsoft Windows, Apple macOS და Linux. ოთხი მოდიფიკაციიდან ორი, შედარებით მცირე დივაისის ზომებია 125,7 × 80,5 × 10,7 მმ, წონა - 180 გრამი. დანარჩენი ორი უფრო დიდის ზომები კი არის - 125,7 × 80,5 × 19 მმ. და იწონიან 285 გრამს. სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია ინფორმაციის დაშიფვრის შესაძლებლობა AES ალგორითმის მიხედვით. მონაცემთა დამუშავებისთვის გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა - HDDtoGO. ADATA HV320 პორტატული მყარი დისკის, მისი მოდიფიკაციების ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. https://3dnews.ru/977108 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.