Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ისა და AMD-ის ერთმანეთთან კონკურენცია არ წყდება არც ერთი წუთით და მომხმარებლებისთვის მეტად საინტერესოა ამ ორი გიგანტის ურთიერთდაპირისპირების ამსახველი ცნობების ხილვა. როგორც ცნობილია, Intel- აღმოჩნდა პროცესორების მიწოდებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის წინაშე, ასე რომ,  AMD აგრძელებს ლიდერობას. რესურს Reddit-ის მომხმარებლის, Ingebor”-ის წყალობით, ცნობილი გახდა გრაფიკები, რომლებიც ასახავს უახლოეს სტატისტიკას. გრაფიკები  შედგენილია ერთ-ერთი მსხვილი retailer-ის - Mindfactory.de-ს მიერ. 

image.png

image.png

2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებით, AMD- გაყიდულმა პროცესორების რაოდენობამ მიღწია შთამბეჭდავ მაჩვენებელს -  74 %-ს, გაყიდვების წილი ფულად მაჩვენებლზე კი იყო 62 %. Intel-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები აღმოჩნდა 26 და 38 %. ბოლო თვეებში ზრდა ნამდვილად შესამჩნევია. 

AMD- ყველაზე გაყიდვადი მოდელებია Ryzen 7 2700X და Ryzen 5 2600. Intel-ის შემთხვევაში კი დომინირებენ - i7-8700K, i7-8086K და i5-8600K. 

თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში კომპანია Intel-ი წავიდა დათმობაზე და დაიწყო საკუთარ პროდუქციაზე ფასების დაწევა, რამაც განაპირობა ბაზარზე მისი წილის ზრდა. 

image.png

თუ გავითვალისწინებთ ფასების დაწევასა და ბოლო თაობის Intel-ის პროცესორების პოპულარობას,  მოსალოდნელია, რომ AMD იძლებული შეიქმნება, მოიმოქმედოს იგივე, რაც მომხმარებლებისთვის დადებით მოვლენას წარმოადგენს. 

https://bit.ly/2NUgkPH

  • Like 1
  • Upvote 1
Posted

მარტო გერმანიის მაშტაბებით იქნება ეგ სტატისტიკა თორე სხვაგან სულ სხვა % მთელი მსოფლიოს მაშტაბით

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.