Magdalena Posted October 22, 2018 Posted October 22, 2018 Intel-ისა და AMD-ის ერთმანეთთან კონკურენცია არ წყდება არც ერთი წუთით და მომხმარებლებისთვის მეტად საინტერესოა ამ ორი გიგანტის ურთიერთდაპირისპირების ამსახველი ცნობების ხილვა. როგორც ცნობილია, Intel-ი აღმოჩნდა პროცესორების მიწოდებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის წინაშე, ასე რომ, AMD აგრძელებს ლიდერობას. რესურს Reddit-ის მომხმარებლის, “Ingebor”-ის წყალობით, ცნობილი გახდა გრაფიკები, რომლებიც ასახავს უახლოეს სტატისტიკას. გრაფიკები შედგენილია ერთ-ერთი მსხვილი retailer-ის - Mindfactory.de-ს მიერ. 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებით, AMD-ს გაყიდულმა პროცესორების რაოდენობამ მიღწია შთამბეჭდავ მაჩვენებელს - 74 %-ს, გაყიდვების წილი ფულად მაჩვენებლზე კი იყო 62 %. Intel-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები აღმოჩნდა 26 და 38 %. ბოლო თვეებში ზრდა ნამდვილად შესამჩნევია. AMD-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელებია Ryzen 7 2700X და Ryzen 5 2600. Intel-ის შემთხვევაში კი დომინირებენ - i7-8700K, i7-8086K და i5-8600K. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში კომპანია Intel-ი წავიდა დათმობაზე და დაიწყო საკუთარ პროდუქციაზე ფასების დაწევა, რამაც განაპირობა ბაზარზე მისი წილის ზრდა. თუ გავითვალისწინებთ ფასების დაწევასა და ბოლო თაობის Intel-ის პროცესორების პოპულარობას, მოსალოდნელია, რომ AMD იძლებული შეიქმნება, მოიმოქმედოს იგივე, რაც მომხმარებლებისთვის დადებით მოვლენას წარმოადგენს. https://bit.ly/2NUgkPH 1 1 Quote
George Posted October 22, 2018 Posted October 22, 2018 მარტო გერმანიის მაშტაბებით იქნება ეგ სტატისტიკა თორე სხვაგან სულ სხვა % მთელი მსოფლიოს მაშტაბით Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.