Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების კიდევ ერთი ცენტრი გახსნა, ამჯერად მონრეალში -  კანადის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადმზარდ და განვითარებად ცენტრთა სისტემა. 

image.jpeg

 

მონრეალში მდებარეობს მაკგილის უნივერსიტეტი (McGill University) და მონრეალის უნივერსიტეტი (Université de Montréal), სადაც მოღვაწეობენ ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი სპეციალისტები. მათ ხანგძლივი ურთიერთობების გამოცდილება აქვთ Samsung-თან, მათ ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას იღებს 250 მკვლევარი და 9 000 სტუდენტი. 

ჯამში, ეს არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული Samsung-ის რიგით მეშვიდე ცენტრი და ჩრდ. ამერიკაში არსებული ცენტრებიდან რიგით მეოთხე -  სილიკონის ველის, ნიუ-იორკისა და ტორონტოს ცენტრების შემდეგ. ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირველი ცენტრი კომპანიამ დააარსა გასული წლის ნოემბერში საკუთარ სამშობლოში (სამხრეთი კორეა, სეული). 

image.jpeg

 

სამხრეთკორეული გიგანტი აცხადებს, რომ მონრეალის ცენტრი ყურადღებას გაამახვილებს მანქანათმცოდნეობისთვის განკუთვნილი აპლიკაციების შემუშავებაზე, პროგრამირების ენებსა და მულტიმოდალურ თანამონაწილეობაზე.  

Samsung-ი ასევე აპირებს, მუშაობა განაგრძოს თავისი ვირტუალური თანაშემწის - Bixby-ს განვითარებაზე. კომპანია გეგმავს, შექმნას საკუთარი პლატფორმა რამოდენიმე მოწყობილობისთვის და ეს პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იმოქმედონ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ხმოვანი ბრძანებების ან ეკრანზე შეხების მეშვეობით. 

მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში Samsung-მა განაცხადა, რომ აპირებს 2020 წლამდე 1000 პერსონამდე გაზარდოს იმ მკვლევართა რიცხვი, რომლებიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის შემუშავების სფეროში მოღვაწეობენ. გეგმის მიხედვით, სწორედ 2020 წლიდა Samsung-ს ყველა სერვისში ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.