Magdalena Posted October 20, 2018 Posted October 20, 2018 NASA იტყობინება, რომ სპეციალისტები მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავენ, მარსის რომელ რეგიონში მოხდება Mars 2020-ის დაშვება. Mars 2020 როვერის საფუძველს წარმოადგენს პლატფორმა Curiosity. ახალი მარსმავალი დაკავდება მარსის ასტრობიოლოგიური კვლევებით, შეისწავლის პლანეტის ზედაპირს, გეოლოგიურ პროცესებს და ა.შ. პროექტში გათვალისწინებულია დიდი ზომის მარსმავალის აწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება უამრავი სამეცნიერო ინსტრუმენტითა და ფუნქციებით. რობოტს ექნება სპეციალური საბურღი მანიპულატორი და მასალების შესაგროვებელი მილები. საერთო ჯამში, როვერზე განთავსებული იქნება 23 კამერა, რომელთაც გამოიყენებენ პანორამული გადაღებებისთვის, გზაზე აღმოჩენილი დაბრკოლებების აღმოჩენისთვის, გარემოს კვლევისთვის და ა.შ. ამ დროისთვის მარსმავალის დაშვების ადგილად განიხილება რამოდენიმე რეგიონი. რამოდენიმე თვეში გახდება ცნობილი საბოლოო არჩევანის შესახებ. როვერის გაშვებისთვის გამოყენებული იქნება რაკეტა Atlas V - მისი გაშვება დაგეგმილია 2020 წლის ივლისში. წითელ პლანეტაზე როვერი 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. https://bit.ly/2J8ptDF 2
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now