Magdalena Posted October 19, 2018 Posted October 19, 2018 საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ გარდაიქმნა Netflix-ი DVD ვიდეობის სახლში მიწოდების სერვისიდან დღეს არსებულ მდგომარეობამდე. მცირე ხნის წინ გაკეთებული ფინანსური საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლო კვარტალში კომპანიის აქციების ფასმა 12%-ზე მეტით მოიმატა. კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფასიანი გამომწერების რიცხვის მატება, რა მხრივაც ნამდვილად არ გაუცრუვდა მოლოდინი Netflix-ს. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მომხმარებელთა რიცხვი 5 მილიონით გაიზრდებოდა, Netflix-მა კი შეძლო ბოლო სამ თვეში მიეზიდა 6,96 მილიონი მომხმარებელი. ჯამში, Netflix-ის აბონენტების რიცხვი 137 მილიონს აჭარბებს, მათგან 130 მილიონი ფასიანია. რაც შეეხება შემოსავლებს, Netflix-მა მიიღო 4 მლრდ დოლარი (გასული წლის ამავე პერიოდის შემოსავალი 3 მლრდ დოლარი იყო). მოგებამ შეადგინა 0,89 $ (2017 წელს ეს მაჩვენებელი 0,29$ იყო). კომპანიის მომავალი კი კიდევ უფრო ოპტიმისტურია: Netflix-ი პროგნოზირებს, რომ შემდეგ კვარტალში ფასიანი მომხმარებლების რიცხვი 7,6 მილიონით გაიზრდება, საერთო რიცხვი კი 9,4 მილიონით (წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებია 6,6 მლნ და 8,3 მლნ). კომპანიამ გააზიარა საინტერესო დიაგრამა, რომელიც ახდენს დემონსტრირებას, თუ როგორ განაპირობა სხვადასხვა სერიალმა და ფილმმა დამწყები მსახიობების პოპულარობის ზრდა: „აღფრთოვანებულები ვართ, რომ Netflix-ი გახდა სასტარტო პლატფორმა ახალი თაობის ვარსკვლავებისთვის. ჩვენი საქმიანობა ეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას - მოიპოვონ თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია. ჩვენი სერიალები, ფილმები და მსახიობები პოპულარულები ხდებიან მთელ პლანეტაზე“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. https://3dnews.ru/976929 1 1
George Posted October 20, 2018 Posted October 20, 2018 არ ღირს ძვირი + ვერ ტყდება ბოლომდე 4K HDR ეგეთივე ცვეტოპერედაჩა და ხარისხი რომ ქონდეს როგორც ნეტფლიქსზე აქვს და ბევრს უღირს მაგდენის გადახდა ნამდვილათ, თან ძალზე ბევრ სერიალებს უშვებენ და ბოლო პერიოდში ფილმების აქტიურათ გამოშვებასაც მოკიდეს ხელი, თუმცა ყველაფერი რომ იდებოდეს ეგეთივე ხარისხში მემგონი მაინც ბევრს ექნებოდა მაგაზე პადპისკა + ყველა არ იწერს პირატულ პროდუქციას განვითარებულ ქვეყნებში, უფრო სწორათ უმრავლესობას პადპისკა ექნება მანდ და ტორენტებზე არც კი შეიხედავს 1
Power_VANO Posted October 22, 2018 Posted October 22, 2018 ჰოო, თან მობილურ დევაისებზეც ძალიან მოსახერხებელია ეგეთი სტრიმინგ სერვისები.
G1ORG1 Posted October 22, 2018 Posted October 22, 2018 ჩემი შვილია ნეტფლიქსის ფანი :დ 8ევროს ვიხდი თვეში და უყურე რასაც გინდა, ხარისხიც მშვენიერია.
George Posted October 22, 2018 Posted October 22, 2018 ამ თვეში მეც დობრათ ნეტფლიქსის სერიალები ვნახე პადრიათ, უბრალოთ დაემთხვა თორე სპეციალურათ ეგ სერიალები არ ამომირჩევია საყურებლათ, უბრალოთ მართლა დობრათ სერიალებს უშვებს ნეტფლიქსი და მათ შორის კომედიებსაც
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now