Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Qualcomm-მა წარადგინა ახალი ჩიპები - QCA64x8 და QCA64x1, რომლებიც უზრუნველყოფენ Wi-Fi სიჩქარეს 10 გიგაბიტამდე წამში და გამოყენებული იქნებიან სხვადასხვა ტიპის დივაისებში. 

image.jpeg

ახალი ჩიპების ფუნქციონალურობა დაფუძნებულია WiGig ტექნოლოგიაზე 802.11ay სტანდარტის შესაბამისად. მათ ძლიერ მხარეს წარმოადგენს შეფერხების მცირე ალბათობა და მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე, აგრეთვე მოქმედების 100 მეტრიანი რადიუსი (300 მეტრამდე რადიუსში უკვე შეფერხებებია). თუმცა ნაკლოვანების გარეშე არაფერია: ხსენებული სიხშირის დიაპაზონზე რადიოტალღები ვერ ლახავენ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებს, მაგალითად, როგორებიცაა კედლები და კარი. 

ასე რომ, იდეალური ვარიანტია გამოიყენოთ ახალი ჩიპები მოწყობილობებში, რომლებიც უშუალოდ თვალთახედვის ზონაში იმყოფება: vr ჰედსეტებში, სმარტფონებში, მედია ფლეიერებში. 

კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ჩიპები უზრუნველყოფენ საიმედო კავშირს სადენების გარეშე და კონკურენციას გაუწევენ 5G დივაისებს. 

image.jpeg

Qualcomm-ის ახალი ჩიპები, პირველი არაა, რომლებიც გამოიყენება 60 გჰც სიხშირეზე. გასულ წელს გამოვიდა როუტერები, რომლებიც მუშაობდა 802.11ad სტანდარტით 60 გჰც სიხშირეზე. მათ დისტანციის პრობლემა ჰქონდათ: იმისათვის, რომ მაღალი სიჩქარე მიეღოთ, მომხმარებლებს უწევდათ ფაქტიურად როუტერის გვერდით მჯდარიყვნენ. სტანდარტი 802.11ay-ს საშუალებით კი ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას: მწარმოებელი გვპირდება 100-300 მეტრამდე რადიუსში ფუნქციონირებას, თუკი არ არსებობს ფიზიკური დაბრკოლებები, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ. უკვე არსებობს, თუმცა დამუშავების პროცესშია სტანდარტი 802.11ax, რომლის მიხედვითაც სამოქმედო რადიუსი ნაკლები იქნება, თუმცა შეღწევის შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდება. 

802.11ay სტანდარტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს vr ჰედსეტების გამოყენებაში. დღესდღეობით ისეთი მაღალი დონის ჰედსეტები, როგორებიცაა Oculus Rift ან HTC Vive - საჭიროებენ კომპიუტერთან სადენით მიერთებას. თუმცა, ახალი ჩიპების წყალობით სადენების გამოყენება საჭირო აღარ იქნება, შედეგად კი ჰედსეტების გამოყენება ბევრად მოსახერხებელი გახდება. 

image.jpeg

კომპანია Qualcomm-ი ასევე გვაცნობებს, რომ ახალ, 60-გჰც-იან ჩიპებს აქვს ფუნქციის -  Wi-Fi Sensing-ის მხარდაჭერა: შესაძლებელი იქნება ჟესტების ამოცნობა, სამოქმედო ოთახის რუკის შექმნა, უფრო ზუსტი ადგილმდებარეობის გამოვლენა და სახის ამოცნობა გაუმჯობესებული საშუალებებით. 

https://bit.ly/2pYKkjR

https://bit.ly/2yqgOZf

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.